რესტორნებისთვის, კაფეებისა და ბარებისთვის
შექმენი შენი რესტორნის ან კაფეს საიტი
Sellit-ით ერთ საიტზე განათავსებ მენიუს, სამუშაო საათებსა და მისამართს. სტუმარი ტელეფონით ნახავს კერძებსა და რუკას. Wox-ის დაკავშირების შემდეგ შეგიძლია ონლაინ ჯავშნებიც მიიღო.

როგორ შევქმნა რესტორნის საიტი საქართველოში?
თუ მენიუს, მისამართისა და სამუშაო საათების ერთ საიტზე თავმოყრა გინდა, Sellit კარგი არჩევანია. აირჩიე რესტორნის, კაფეს ან ბარის დიზაინი, დაამატე კერძები ფასებითა და ფოტოებით და მიუთითე სტუმრობის დეტალები. გამოქვეყნებული საიტის ბმული ჩასვი Google-ის ბიზნესპროფილსა და Instagram-ზე, მენიუს QR კოდი კი მაგიდაზე განათავსე.
სტუმრის კითხვები
სტუმარი მოსვლამდე ამოწმებს მენიუსა და საათებს
დღეს ღია ხართ?
საიტზე მიუთითე სამუშაო საათები და მისამართი, რათა სტუმარმა გზაში გადაამოწმოს.
რა კერძები გაქვთ?
კერძები და სასმელები დაალაგე კატეგორიებად. სტუმარი ერთ გვერდზე ნახავს ფოტოებსა და მიმდინარე ფასებს.
მაგიდა როგორ დავჯავშნო?
მიუთითე საკონტაქტო ნომერი. თუ დაწესებულება Wox-ს უკავშირდება და იქ ონლაინ ჯავშანი ჩართულია, სტუმარი საიტიდანვე აირჩევს თავისუფალ დროს.
რისი განთავსება შეგიძლია საიტზე
დაიწყე სტუმრობისთვის საჭირო ინფორმაციით. მენიუსა და საკონტაქტო დეტალებს Sellit-იდან განაახლებ.
დიზაინი შენი დაწესებულებისთვის
აირჩიე რესტორნის, კაფეს ან ბარის დიზაინი. შეცვალე ფოტოები, ფერები და ტექსტი შენს სტილზე.
მენიუ ფოტოებით და QR კოდით
დაამატე კერძები, კატეგორიები, ფოტოები და ფასები. QR კოდი სტუმარს იმავე მენიუზე გადაიყვანს.
მისამართი, რუკა და სამუშაო საათები
მიუთითე ზუსტი მისამართი, ტელეფონი და საათები. დაამატე სოციალური გვერდები, რომ სტუმარმა შენთან დაკავშირებაც შეძლოს.
მაგიდის ჯავშანი Wox-ით
დააკავშირე დაწესებულება და ჩართე ონლაინ ჯავშანი Wox-ში. სტუმარი საიტზე აირჩევს თავისუფალ დროს, ჯავშანი კი Wox-ში გამოჩნდება.
საიტის გამოქვეყნება
დიზაინის არჩევიდან მენიუს გამოქვეყნებამდე
აირჩიე დიზაინი
გახსენი Sellit და აირჩიე შენი დაწესებულებისთვის შესაფერისი დიზაინი. ჩასვი ლოგო და შენი სივრცის ფოტო.
შეავსე მენიუ და სტუმრობის დეტალები
დაამატე კატეგორიები, კერძები და ფასები. გადაამოწმე საათები, მისამართი და ტელეფონი.
გამოაქვეყნე და გააზიარე
გახსენი საიტი ტელეფონზე და გადაამოწმე მენიუ. შემდეგ გააზიარე საიტის ბმული და დაბეჭდე QR კოდი.
30 დღე
საიტის მოსამზადებლად და გამოსაცდელად. ბარათის მიბმა არ გჭირდება. საცდელი პერიოდის შემდეგ გეგმები იწყება თვეში 59 ₾-დან.
ხშირი კითხვები რესტორნის საიტზე
კი. მენიუს პირდაპირ Sellit-ში დაამატებ. თუ Wox-ს იყენებ, შეგიძლია დაუკავშირო დაწესებულება და მენიუ იქიდან განაახლო.
შენი დაწესებულების საიტი
აჩვენე სტუმარს მენიუ მოსვლამდე
აირჩიე დიზაინი, დაამატე შენი კერძები და გამოაქვეყნე საიტი.
შექმენი რესტორნის საიტი