შინაარსზე გადასვლა

სამართლებრივი

ინფორმაციის უსაფრთხოების პოლიტიკა

როგორ ვიცავთ ანგარიშებს, მაღაზიების მონაცემებსა და გადახდებს sellit.ge-ზე, გამყიდველის პანელში, *.sellit.ge მაღაზიებში და Sellit-ის აპებში.

ბოლო განახლება: 2026 წლის 5 ნოემბერი

ვინ არის პასუხისმგებელი

ამ პოლიტიკას ახორციელებს შპს სელით (საიდენტიფიკაციო კოდი 405898006; იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, საბურთალოს რაიონი, ვაჟაფშაველას გამზირი, N9). კითხვები: contact@sellit.ge.

ბარათის მონაცემები

ბარათის მონაცემებს Sellit-ის გვერდებზე არასოდეს შეიყვანთ. ბარათით გადახდისას გადადიხართ გადახდის პროვაიდერის (ბანკის ან გადახდის სისტემის) დაცულ გვერდზე და ბარათის ნომერს, ვადას და CVV კოდს მხოლოდ იქ შეიყვანთ. თქვენმა ბანკმა შეიძლება გადახდის დადასტურება SMS კოდით ან ბანკის აპით მოითხოვოს (3-D Secure).

Sellit და მაღაზიები ბარათის ამ მონაცემებს ვერ ხედავენ და არ ინახავენ. ჩვენ ვიღებთ მხოლოდ გადახდის შედეგს: გადახდილია თუ არა.

დაშიფრული კავშირი

Sellit-ის გვერდები, მაღაზიები და API დაშიფრული კავშირით (HTTPS, TLS) მუშაობს.

ანგარიშები და შესვლა

პაროლს არ ვინახავთ: ვინახავთ მხოლოდ მის ჰეშს, საიდანაც პაროლის აღდგენა შეუძლებელია. შესვლა შესაძლებელია ერთჯერადი SMS კოდითაც.

სესიის cookie-ს ბრაუზერის სკრიპტები ვერ კითხულობენ (HttpOnly). შესვლისა და კოდის მოთხოვნის მცდელობებს ვზღუდავთ, რომ პაროლის ან კოდის გამოცნობა გავართულოთ.

წვდომა და მაღაზიების მონაცემების გამიჯვნა

თითოეული მაღაზიის მონაცემები სხვა მაღაზიებისგან გამიჯნულია: სისტემა მაღაზიას მხოლოდ მის საკუთარ პროდუქტებს, შეკვეთებსა და მყიდველებს აჩვენებს. მაღაზიის შიგნით თანამშრომელს მხოლოდ მისი როლის უფლებები აქვს.

Sellit-ის ადმინისტრატორის მნიშვნელოვანი ქმედებები მეორე ფაქტორს (ერთჯერად კოდს) მოითხოვს და ადმინისტრატორის ყოველი ცვლილება ჟურნალში იწერება.

საიდუმლო გასაღებები

გადახდისა და მიწოდების პროვაიდერების გასაღებებს და ინტეგრაციების (Facebook, Instagram და სხვა) ტოკენებს დაშიფრულად ვინახავთ. დაშიფვრის მთავარი გასაღები მხოლოდ სერვერის გარემოშია. გასაღებებს ჟურნალებში არ ვწერთ.

სარეზერვო ასლები

მონაცემთა ბაზის სარეზერვო ასლს ყოველ საათში და ყოველ დღე ვქმნით და დახურულ (არასაჯარო) საცავში ვინახავთ: საათობრივ ასლს 7 დღე, დღიურს 90 დღე. ასლიდან აღდგენა შემოწმებულია, რომ მონაცემები შეცდომის ან ინციდენტის შემდეგაც აღვადგინოთ.

ინციდენტები

უსაფრთხოების ინციდენტს დაუყოვნებლივ ვიკვლევთ და ვზღუდავთ. თუ ინციდენტი პერსონალურ მონაცემებს ეხება, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს და დაზარალებულ პირებს ვატყობინებთ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ვადაში.

უსაფრთხოების საკითხის შეტყობინება

თუ სისუსტე ან საეჭვო ქმედება შენიშნეთ, მოგვწერეთ contact@sellit.ge-ზე, თემით „უსაფრთხოება“. გთხოვთ, ჯერ ჩვენ შეგვატყობინოთ და საკითხი საჯაროდ მის მოგვარებამდე არ გაავრცელოთ.

Sellit არასოდეს გთხოვთ პაროლს, SMS კოდს ან ბარათის მონაცემებს ტელეფონით, ელფოსტით ან შეტყობინებით. ასეთ თხოვნაზე არ უპასუხოთ და შეგვატყობინეთ.

კანონი

პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. დეტალები: კონფიდენციალურობის პოლიტიკა.

ვიყენებთ ქუქი-ფაილებს, რომ სისტემაში დარჩე, შენი კალათა შევინახოთ და — თუ არ გამორთავ — საიტის გამოყენება გავზომოთ. Cookie პოლიტიკა