შინაარსზე გადასვლა
დახმარების ცენტრი

მაღაზიის დიზაინერი — ტექსტის, ფოტოს, ჰედერისა და ფუტერის შეცვლა

დიზაინერში ნებისმიერ ტექსტს ან ფოტოს პირდაპირ გვერდზე დააჭირე: სექცია მოინიშნება და მარჯვნივ ზუსტად მისი ველი გაიხსნება — ბარათისა და ფილის ტექსტიც. მონიშნული სექციის შიგნით, რისი შეცვლაც შეიძლება, წყვეტილი ხაზით ჩანს. ჰედერზე (ლოგო, მენიუ, ზედა ზოლი) და ფუტერზეც იგივე მუშაობს: დააჭირე და მისი ველი გაიხსნება; ორივე მთავარ (Home) გვერდზე იცვლება. მარცხნივ „ფენები“ აჩვენებს ყველა სექციას და მის შიგნით ტექსტებს, ფოტოებსა და ფილებს, ზემოთ ჰედერს, ქვემოთ ფუტერს; რიგის გადათრევით სექციების რიგს ცვლი, თვალით სექციას მაღაზიაში მალავ. მონიშნული სექციის შავ ზოლზე სახელურით გადაათრევ, ↑ ↓ ღილაკებით გადაადგილებ, აქვეა დამალვა, ასლი და წაშლა (წაშლის შემდეგ „დაბრუნება“). მარჯვნივ „ტექსტის ენა: ქართული | English“ ერთ ენას აჩვენებს; ინგლისურ რედაქტორში ინგლისური ტექსტიც პირდაპირ გვერდზე იწერება. ამ ნაბიჯებს AI შენ ნაცვლად ჯერ ვერ აკეთებს — აგიხსნის, როგორ გააკეთო. გახსოვდეს: მომხმარებელი ცვლილებას „Save & publish“-ის შემდეგ ხედავს.

მაინც გჭირდება დახმარება?

ვერ იპოვე პასუხი? მოგვწერე და ცოცხალი ადამიანი დაგეხმარება.

contact@sellit.ge

მზად ხარ გახსნა მაღაზია?

უფასო თვის დაწყება

ვიყენებთ cookie-ებს, რომ დარჩეთ სისტემაში, დავიმახსოვროთ თქვენი კალათა და — თუ არ გამორთავთ — გავზომოთ საიტის გამოყენება. Cookie პოლიტიკა