გადახდები ტელეფონის აპში — მეთოდების ჩართვა და ბარათის დაკავშირება
ტელეფონის აპში გახსენი მენიუ → „გადახდები“. პირველ ჯგუფში — „დაიწყეთ შეკვეთების მიღება დღესვე“ — არის გადახდა მიტანისას, საბანკო გადარიცხვა და საკუთარი მეთოდი: მეთოდზე დაჭერით გახსნი მას, „ამ გადახდის მიღება“ გადამრთველით ჩართავ ან გამორთავ და ✓-ით შეინახავ დეტალებს. საბანკო გადარიცხვის ჩასართავად საჭიროა სწორი IBAN (GE და 20 სიმბოლო). გადახდა მიტანისას შეგიძლია ჩართო მყიდველის ტელეფონის დადასტურება SMS-ით — ყველა შეკვეთაზე ან მხოლოდ მითითებული თანხიდან. მეორე ჯგუფში — „ბარათით გადახდა“ — არის საქართველოს ბანკი და თიბისი: ჩასვი ბანკის კოდები და დააჭირე „შენახვა და დაკავშირება“ (✓); Sellit მაშინვე ამოწმებს მათ ბანკთან და, თუ ბანკმა მიიღო, გკითხავს — ჩავრთოთ თუ არა ბარათით გადახდა ახლავე. „კავშირის შემოწმება“ ხელახლა ამოწმებს, „გასაღებების წაშლა“ შლის კოდებს და მეთოდს თიშავს. კოდები დაშიფრულია და უკან აღარ ჩანს. „როგორ მივიღო კოდები ბანკიდან?“ გიჩვენებს სამ ნაბიჯს და მზა წერილს ბანკისთვის — „წერილის გაგზავნა“ ან „წერილის კოპირება“. ეს თემა AI-სთვის მხოლოდ პასუხია: ბანკის კოდები AI-ს არასდროს უნდა გადაეცეს, და ის, როგორ გადაიხდის მყიდველი, გამყიდველის გადაწყვეტილებაა, ამიტომ AI გადახდის მეთოდებს თავად არ ცვლის.
მაინც გჭირდება დახმარება?
ვერ იპოვე პასუხი? მოგვწერე და ცოცხალი ადამიანი დაგეხმარება.
contact@sellit.geმზად ხარ გახსნა მაღაზია?
უფასო თვის დაწყება