შინაარსზე გადასვლა

ბანკში რეგისტრაცია — როგორ ავიღო API-გასაღებები

API-გასაღებები გაიცემა ბანკის ელექტრონული კომერციის (e-commerce) სერვისით — ეს ნაბიჯი სრულად ბანკის მხარეს ხდება, Sellit-ის გარეთ. საქართველოს ბანკისთვის მიმართე შენს ბიზნეს-მენეჯერს ან BOG-ის ონლაინ-გადახდების სერვისს; Flitt-ისთვის (თიბისის ონლაინ გადახდები, სჭირდება თიბისის ბიზნეს-ანგარიში) დარეგისტრირდი portal.flitt.com-ზე: Merchant ID და გადახდის გასაღები (payment key) Technical settings-შია.

Keepz-ისთვის მიწერე Keepz-ს (info@keepz.me): მათი წარმომადგენელი გამოგიგზავნის integrator ID-ს, receiver ID-ს და RSA გასაღებებს. გასაღებების მიღების შემდეგ გადადი დაფის გადახდების გვერდზე, ჩართე შესაბამისი ბანკის ტოგლი და შეიყვანე გასაღებები — Sellit მათ მხოლოდ დაშიფრულად ინახავს.

მაინც გჭირდება დახმარება?

ვერ იპოვე პასუხი? მოგვწერე და ცოცხალი ადამიანი დაგეხმარება.

ვიყენებთ ქუქი-ფაილებს, რომ სისტემაში დარჩე, შენი კალათა შევინახოთ და — თუ არ გამორთავ — საიტის გამოყენება გავზომოთ. Cookie პოლიტიკა