შინაარსზე გადასვლა
დახმარების ცენტრი

შეკვეთები

როგორ დავადასტურო გადარიცხვით გადახდა

როცა მყიდველი ბანკის გადარიცხვით იხდის და მონიშნავს, რომ თანხა გააგზავნა, შეკვეთა გადადის სტატუსში „გადახდა მოწმდება“ (ჩანართი „დასადასტურებელი“) და შენ მოგდის შეტყობინება დასადასტურებელი გადახდის შესახებ. გახსენი შეკვეთა (ან რიგზევე დააჭირე ღილაკს „დადასტურება“), შეამოწმე შენი ბანკის ანგარიში — ფული შემოვიდა თუ არა — და დააჭირე „გადახდის დადასტურება“. შეკვეთა ხდება „გადახდილია“ და გადადის „მზადდება“-ში. თუ ფული არ შემოსულა, დააჭირე „უარყოფა“ (სისტემა დასადასტურებლად გკითხავს). გახსოვდეს: უარყოფა აუქმებს მთელ შეკვეთას, მყიდველს ეცნობება რომ გადახდა ვერ მიიღო, დაჯავშნული მარაგი კი ავტომატურად ბრუნდება — უარყავი მხოლოდ მაშინ, თუ ფულს ნამდვილად ვერ პოულობ.

მზად ხარ გახსნა მაღაზია?

უფასო თვის დაწყება

ვიყენებთ cookie-ებს, რომ დარჩეთ სისტემაში, დავიმახსოვროთ თქვენი კალათა და — თქვენი თანხმობით — გავზომოთ საიტის გამოყენება. Cookie პოლიტიკა