შინაარსზე გადასვლა
დახმარების ცენტრი

შეკვეთის ტექსტები: დადასტურების ველი და SMS მყიდველს

პარამეტრები → „შეკვეთის ტექსტები“ ორ არასავალდებულო პარამეტრს აერთიანებს (ტელეფონზე: მენიუ → პარამეტრები → შეკვეთის ტექსტები). 1) დადასტურების ველი: ჩართე და მყიდველი შეკვეთის გაფორმებისას ველს მონიშნავს — მონიშვნის გარეშე შეკვეთა ვერ გაიგზავნება. აირჩიე, როდის ჩანს: მხოლოდ ადგილზე გადახდისას (ასე ჩაირთვება) ან ყველა შეკვეთაზე. Sellit-ის ტექსტი ადგილზე გადახდისთვის: „ვადასტურებ, რომ თავად ვაფორმებ აღნიშნულ შეკვეთას, გავეცანი პროდუქტის აღწერას, ვეთანხმები მის ღირებულებას და ვადასტურებ, რომ თანხას გადავიხდი კურიერთან ამანათის მიღებისას.“ შეგიძლია საკუთარი ტექსტი დაწერო, 400 სიმბოლომდე; ცარიელი ველი Sellit-ის ტექსტს აბრუნებს. შეკვეთა ინახავს ზუსტად იმ ტექსტს, რომელიც მყიდველმა მონიშნა — მას შეკვეთის გვერდზე ნახავ. ველი მაღაზიის საიტის გადახდის გვერდზე ჩანს; ჩატის შეკვეთა და შენ მიერ დამატებული შეკვეთა მას არ ითხოვს. 2) SMS მყიდველს: დაწერე საკუთარი ტექსტი 4 ნაბიჯისთვის — შეკვეთა მიღებულია, გადახდა დადასტურდა, გზაშია, მიტანილია. გამოიყენე {name} (მყიდველის სახელი), {shop} (მაღაზია), {order} (შეკვეთის ნომერი) და {total} (ჯამი). თითო ტექსტი 160 სიმბოლომდეა; ცარიელი = Sellit-ის ტექსტი. შენი ტექსტი ყველა მყიდველს ზუსტად ისე მიდის, როგორც დაწერე; შეკვეთის ბმული ბოლო ხაზზე რჩება, საბანკო გადარიცხვის შეკვეთას კი შენი ტექსტის შემდეგ გადარიცხვის მითითებაც მიყვება. კურიერის საკუთარი შეტყობინებები Sellit-ის ტექსტით მიდის, რომ მყიდველმა ერთი და იგივე ტექსტი ორჯერ არ მიიღოს. მყიდველის SMS Pro და Max გეგმებში მიდის; ეკრანი გაჩვენებს, ამ თვეში რამდენი დაგრჩა. AI აგიხსნის და ჩატში ტექსტს დაგიწერს, მაგრამ შეინახავ შენ: სიტყვები, რომლებსაც მყიდველი ეთანხმება და რომლებიც შენი მაღაზიის სახელით მიდის, შენია.

მაინც გჭირდება დახმარება?

ვერ იპოვე პასუხი? მოგვწერე და ცოცხალი ადამიანი დაგეხმარება.

contact@sellit.ge

მზად ხარ გახსნა მაღაზია?

უფასო თვის დაწყება

ვიყენებთ ქუქი-ფაილებს, რომ სისტემაში დარჩე, შენი კალათა შევინახოთ და — თუ არ გამორთავ — საიტის გამოყენება გავზომოთ. Cookie პოლიტიკა