მიწოდება
როგორ დავამატო აღების მისამართი
აღების მისამართი ის ადგილია, საიდანაც კურიერი ამანათს იღებს. „Shipping“ გვერდზე, სექციაში „Pickup locations“, დააჭირე „Add“-ს. რედაქტორში („New location“) შეავსე სავალდებულო ველები: „Location name“, „Contact name“, „Phone“ და „Address“. სათაურის „Where do couriers collect from?“ ქვეშ აუცილებლად ჩასვი წერტილი რუკაზე — ის ავტომატურად შეავსებს „Address“-სა და „City“-ს. სურვილისამებრ მონიშნე „Use as default pickup origin“. გახსოვდეს: რუკის წერტილის გარეშე QuickShipper კურიერს ვერ დაიბუკავს — ეს ყველაზე ხშირი შეცდომაა, ამიტომ წერტილი არ გამოტოვო.
მზად ხარ გახსნა მაღაზია?
უფასო თვის დაწყება