პროდუქტის ვიდეო AI ჩატში
AI ჩატში დაწერე „ვიდეო გამიკეთე“, „რილსი“ ან „TikTok-ისთვის ვიდეო“ და დაასახელე პროდუქტი. თუ პროდუქტი გაურკვეველია, AI გკითხავს და პროდუქტების სახელებს ღილაკებად შემოგთავაზებს. AI წერს მოკლე ქართულ სცენარს პროდუქტის საკუთარი ფოტოებით, და ჩატში ჩნდება ვერტიკალური (9:16) ვიდეოს ბარათი: აქ ვიდეოს უყურებ, ასწორებ ტექსტებს, ირჩევ სტილს (bold, editorial, soft, pop) და ინახავ MP4-ს.
სცენარის დაწერა კრედიტს არ ხარჯავს; MP4-ის შენახვა ხარჯავს 1 სტუდიის კრედიტს. ვიდეო ხმის გარეშეა. თუ პროდუქტს ფოტო არ აქვს, AI გთხოვს, ჯერ ფოტო დაამატო.
