შინაარსზე გადასვლა

AI აპები: მართე მაღაზია ChatGPT-დან, Claude-იდან და სხვა AI ხელსაწყოებიდან

თუ უკვე იყენებ AI აპს, შეგიძლია მაღაზია მას დაუკავშირო და სთხოვო დღევანდელი შეკვეთები, მარაგის შეცვლა, ახალი ფასდაკლება ან საიტის ახალი სათაური. გახსენი პარამეტრები → AI აპები. Claude: დააჭირე „Claude-ში დამატება“; Claude გთხოვს Sellit-ში შესვლას, ირჩევ მაღაზიას და წვდომას და აჭერ „დაშვებას“. ChatGPT: დააკოპირე მისამართი გვერდიდან, ChatGPT-ში გახსენი Plugins, დაამატე custom MCP server და ჩასვი; ChatGPT ამას მხოლოდ თავის Business, Enterprise და Edu ანგარიშებზე უშვებს.

სხვა ხელსაწყოები (Claude Code, Cursor, VS Code, n8n): დააჭირე „გასაღების შექმნას“, დაარქვი სახელი, აირჩიე წვდომა და ჩასვი გასაღები ხელსაწყოში; გასაღები მხოლოდ ერთხელ ჩანს. წვდომის ორი დონეა. „მხოლოდ ნახვა“ კითხულობს შეკვეთებს, პროდუქტებს, მომხმარებლებს, მოთხოვნებს და ციფრებს. „ნახვა და ცვლილება“ ასევე ცვლის პროდუქტებს, მარაგს, შეკვეთებს, ფასდაკლებებს, პარამეტრებს და საიტის დიზაინს.

დიზაინის ცვლილება ჯერ მონახაზში ინახება: ხედავ პრევიუს და საიტზე მხოლოდ შენი თანხმობის შემდეგ ჩნდება. ფასის შეცვლას, პროდუქტის გამოქვეყნებასა და ჯავშნის ცვლილებას აპი ჯერ ამზადებს და გეუბნება, რა შეიცვლება, შემდეგ ასრულებს. ამ ნაბიჯზე შენი AI აპი ნებართვას გთხოვს, თუ მას მუდმივი ნებართვა თავად არ მიეცი. თითოეული კავშირი შენი როლით მუშაობს: თანამშრომლის აპი მხოლოდ იმას აკეთებს, რისი უფლებაც თანამშრომელს აქვს.

გვერდზე ჩანს ყველა დაკავშირებული აპი და გასაღები; „გათიშვა“ მას მაშინვე აჩერებს. დაკავშირებული აპი იღებს მაღაზიის მონაცემებს, მყიდველების სახელებსა და ტელეფონებსაც, იმ აპის საკუთარი წესებით. გარე აპი ვერ მონიშნავს შეკვეთას გადახდილად და ვერ გააუქმებს მას (შეუძლია მონიშნოს მომზადებულად ან გაგზავნილად, ხოლო მიტანილად მხოლოდ უკვე გადახდილი შეკვეთა; თვალთვალის ტექსტს ვერ ამატებს), ვერ გამოიძახებს კურიერს, ვერ შეცვლის გადახდის მეთოდებს ან დომენს, ვერ დაამუშავებს ფოტოებს და მყიდველს საკუთარ ტექსტს ვერ მისწერს (Sellit-ის ჩვეულებრივი შეტყობინებები შეკვეთასა და ჯავშანზე მაინც იგზავნება).

Sellit-ის AI აპს შენ მაგივრად ვერ დააკავშირებს: აპში თავად უნდა შეხვიდე და თავად დაუშვა.

მაინც გჭირდება დახმარება?

ვერ იპოვე პასუხი? მოგვწერე და ცოცხალი ადამიანი დაგეხმარება.

ვიყენებთ ქუქი-ფაილებს, რომ სისტემაში დარჩე, შენი კალათა შევინახოთ და — თუ არ გამორთავ — საიტის გამოყენება გავზომოთ. Cookie პოლიტიკა