შინაარსზე გადასვლა
დახმარების ცენტრი

როგორ დავაბრუნო ძველი დიზაინი, გავაუქმო ცვლილება ან აღვადგინო შეუნახავი სამუშაო

რედაქტორის ზედა ზოლში ორი ისარია: „მოქმედების გაუქმება“ და „მოქმედების დაბრუნება“ (კომპიუტერზე Ctrl+Z და Ctrl+Y). ძველი დიზაინისთვის გახსენი „⋯“ და აირჩიე „ვერსიები“: იქ არის შენი მაღაზიის ბოლო 20 დიზაინი, თარიღით და იმით, რამ შეცვალა (რედაქტორი, შაბლონი, AI ან ტელეფონი). „აღდგენა“ დიზაინს რედაქტორში გამოუქვეყნებელ ცვლილებად ჩასვამს — მყიდველები მას მხოლოდ „გამოქვეყნების“ შემდეგ ნახავენ. თუ რედაქტორი გამოქვეყნების გარეშე დახურე, ცვლილებები ამ მოწყობილობაზე რჩება: შემდეგ გახსნისას რედაქტორი შემოგთავაზებს „აღდგენას“ ან „წაშლას“. AI დიზაინს თავად არ აღადგენს: დაბრუნებამდე შედეგი რედაქტორში უნდა ნახო.

მაინც გჭირდება დახმარება?

ვერ იპოვე პასუხი? მოგვწერე და ცოცხალი ადამიანი დაგეხმარება.

contact@sellit.ge

მზად ხარ გახსნა მაღაზია?

უფასო თვის დაწყება

ვიყენებთ ქუქი-ფაილებს, რომ სისტემაში დარჩე, შენი კალათა შევინახოთ და — თუ არ გამორთავ — საიტის გამოყენება გავზომოთ. Cookie პოლიტიკა