წესები და პირობები

Sellit.ge – ზე ყველა განცხადება უნდა იყოს გამოქვეყნებული გარკვეული წესების მიხედვით . წესის დარღვევის შემთხვევაში, მიუხედავათ იმისა სარგებლობს განცხადება, რომელიმე ფასიანი სერვისით თუ არა, საიტის ადმინისტრაციას აქვს უფლება წაშალოს თქვენი განცხადება
გამოაქვეყნეთ კონკრეტული განცხადება მხოლოდ ერთხელ
დაუშვებელია ერთი განცხადების რამოდენიმეჯერ გამოქვეყნება, დუბლირებული განცხადებები იქნება წაშლილი მოდერატორების მიერ.

დაუშვებელია აგრეთვე ერთი და იგივე განცხადების გამოქვეყნება სხვადასხვა იუზერის გამოყენებით.

მომხმარებელს არ აქვს უფლება საიტზე განათავსოს განცხადება, რომლის შინაარსიც ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას, ასეთი მომხმარებლები იბლოკებიან.
აირჩიეთ თქვენი განცხადებისთვის შესაბამისი რუბრიკა

იმ შემთხვევაში, თუ განცხადებას განათავსებთ არასწორ რუბრიკაში/კატეგორიაში, საიტის ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს, წაშალოს ან გადაიტანოს განცხადება შესაბამის რუბრიკაში.

ერთ განცხადებაში უნდა იყოს მხოლოდ ერთი ობიექტის/ნივთის/მომსახურების აღწერილობა.

არჩეული ფოტოსურათი უნდა შეესაბამებოდეს განცხადების სათაურს და აღწერილობას

დაუშვებელია სურათზე იყოს ასახული რომელიმე კომპანიის ლოგო და სახელი.

აკრძალულია სურათზე ასახოთ საკონტაკტო ინფორმაცია ასევე მისამართები, ბმულები და საიტის სახელები

საიტზე განთავსებული განცხადება არ უნდა იყოს:

მცდარი; არაზუსტი; შეცდომაში შემყვანი; მესამე პირისათვის ზიანის მიმყენებელი.

მედიკამენტების ყიდვა-გაყიდვის, უძრავი ქონების საათობრივი გაქირავების, სუროგაცია-დონაციის, ინტიმური მომსახურების, მაგიისა და მკითხაობის შინაარსის განცხადებები;

არ უნდა ლახავდეს სხვა პირთა უფლებებს.

არ უნდა შეიცავდეს მუქარას;

არ უნდა შეიცავდეს მოწოდებას არაკანონიერი ქმედებისადმი;

არ უნდა შეიცავდეს კანონებით აკრძალულ შინაარსს და რაიმე ფორმით არ უნდა არღვევდეს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს;

არ უნდა შეიცავდეს სარეკლამო ინფორმაციას განცხადების ობიექტისგან განსხვავებული ობიექტის / მომსახურების შესახებ;

არ უნდა შეიცავდეს ფასიანი სატელეფონო მომსახურების მქონე ნომერს;

აღნიშნული წესების დარღვევის შემთხვევაში საიტის ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას გაუფრთხილებლად წაშალოს თქვენი განცხადებები და დაბლოკოს მომხმარებლის პროფილი(ანგარიში).
განმცხადებელი ვალდებულია


გამოიყენოს მხოლოდ მის გამოყენება/მოხმარებაში არსებული ელექტრონული ფოსტა და მობილური ტელეფონის ნომერი.

განცხადებები არარსებული ტელეფონის ნომრებით , წაიშლება.

განცხადების ტექსტში არ მიუთითოთ სხვა საიტების დასახელება და URL ბმულები